მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის ვიცეპრემიერის დმიტრი როგოზინის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მან გასულ კვირას კიშინევში ჩასვლა ვერ მოახერხა.
როგოზინმა მოლდოვისა და მისი მოქალაქეების მისამართით რიგი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა. რუსმა ვიცეპრემიერმა აგრეთვე შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის ხელისუფლებას, – წერს Интерфакс-ი.
რუს ვიცეპრემიერს აეკრძალება მოლდოვაში შესვლა და მისი გავლით ტრანზიტი. გასულ კვირას მან ვერ მოახერხა მოლდოვას დედაქალაქში კიშინევში ჩასვლა, ვინაიდან რუმინეთმა თვითმფრინავი, რომელშიც როგოზინი იჯდა, გააბრუნა. თვითმფრინავი იძულებული გახდა მინსკის სარეზერვო აეროდრომისკენ გაფრენილიყო.