- Advertisement -

მსახიობ გურანდა გაბუნიას ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა

360

საქართველოს სახალხლო არტისტ, გურანდა გაბუნიას, სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.

გურანდა გაბუნიას ჯილდო კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა.

მარჯანიშვილის თეატრში, ლევან წულაძემ გურანდა გაბუნიას პატივსაცემად სპექტაკლი "წმინდა ურჩხულები" დადგა, სადაც მთავარ როლი სწორედ გაბუნიამ შეასრულა.

Comments
Loading...