- Advertisement -

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნით დახურეს – პატარიძე ჩემპიონია! (ვიდეო)

642

 

სოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი მოჭიდავის, ზვიად პატარიძის საპატივცემილოდ, საქართველოს ორივე ჰიმნი, ძველიც და ახალიც ერთდროულად დაუკრეს.

ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია

6 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ლომად წოდებულმა პატარიძემ ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი ფალავანის ტიტულის მოპოვება – ორჯერ ჭაბუკებში (2013, 2014) და სამჯერ ახალგაზრდებში (2015, 16, 17).

ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზ კიმ რომანს (6:2) მოუგო, საფინალო გზაზე კი 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორეს და ჩემპიონის პატივსაცემად, დამსწრეთ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

Comments
Loading...