- Advertisement -

მსოფლიო თამაშებში პოლიციელთა შორის, საქართველომ 3 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღო

447

ინფორმაციას ამის შესახებ ლუკა კურტანიძე ავრცელებს. მისითქმით, 16 აგვისტომდე დიდი ალბათობით საქართველო კიდევ რამდენიმე მედალს აიღებს.

"მსოფლიო თამაშები პოლიციელთა შორის / ლოსანჯელესი / ეს სამი ოქროს + ოთხი ვერცხლის გამარჯვება ჩვენს სამშობლოს ეკუთვნის.16 აგვისტომდის ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე გამარჯვების იმედი.

ამდენი წლის შემდეგ ისევ გამახსენა ამ ოქროს გამარჯვებამ ის წარსული სადაც ყველას ვაერთიანებდი საქართველოს გამარჯვებით!საქართველოს, რადგან თითოეული ჩემი წარმატება მსოფლიო არენაზე ჩვენს სამშობლოს ეკუთვნოდა და ეკუთვნის!" – წერს ლუკა კურტანიძე თავის სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...