- Advertisement -

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის მედალი აიღო

465

სანტიაგოში მიმდინარე ძიუდოში კადეტთა შორის მსოფლიო პირველობის დასკვნით დღეს გოგონათა შორის +70კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე სოფიომ ჯერ პოლონელი კინგა ვოლშცზაკი დაამარცხა იპონით 2 წუთსა და 21 წამში, შემდეგ ბრაზილიელ ლუიზა კრუზს სძლია ვაზარით, ნახევარფინალში ტუნისელ ფატმა აბიდის 59 წამში სამი შიდო მიაღებინა, ხოლო ფინალში ხორვატ ჰელენა ვუკივიჩთან ოქროს დროში ვაზარით დამარცხდა

Comments
Loading...