- Advertisement -

მურადაშვილი:სტრასბურგს მივმართეთ,უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს

763

 

რუსთავი 2-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების შესახებ მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ეს მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, ამ შემთხვევაში საქართველო ვალდებული იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს. თუმცა თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები ძალიან მცირეა. 

"ეს არ არის სარჩელი, ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში. 

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ არ არსებობს პრეცენდენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე, ვგულისხმობ, რომ სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავსიფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრეული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასმართლო იყენებს კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. იყენებს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვთქვათ ექსტრადიციის დროს ან სხვა განსაკუთებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. 

ამიტომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების დაკმაყოფილების არ არის დიდი, ძალიან მინიმალისტურია, თუმცა რუსთავი 2-ის გუნდი, რომელიც არის მებრძოლი გუნდი, ჩავთვალეთ რომ საჭირო იყო მაინც გამოგვეყენებინა ეს შანსი, გვეცადა და შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს",-განაცხადა თამთა მურადაშვილმა. 

Comments
Loading...