- Advertisement -

მურმან დუმბაძე 2016 წელს ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებას ითხოვს

11

დუმბაძე ამბობს, რომ ახლა, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რათა პარლამენტი მის განხილვას მიუბრუნდეს.
„2016 წელს, პირველი მოსმენით მიღებული გვაქვს, ყველა პროცედურის, რეგლამენტის დაცვით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი. უბრალოდ, კენჭია საყრელი. იქ არის ბლოკებიც, იქ არის 3%-ანი ბარიერიც, მაგრამ იქ არის პროპორციული სისტემა. სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც ვერ მივიღეთ 2016 წლის მოწვევის სესიამ და დავმარხეთ, დავმალეთ, ის შეიძლება ამოიწიო, მომავალი არჩევნებისთვის. როდის იქნება 2020-ში თუ 2019-ში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით, როგორი შეთანხმებაც იყო“,-აცხადებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი.
The post მურმან დუმბაძე 2016 წელს ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებას ითხოვს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...