მუხთარლის საქმეზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დირექტორმა თანამდებები დატოვეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა, რომელმაც მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედგები გააცნო საზოგადეობას.
"ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეო ჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან რომლებიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა 19 კამერის ვიდეო ჩანაწერი.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, ნომერ 2-ში მდებარე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეო ჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ აფგან მუხთარლი ნომერ 4 სამარშუტო მიკროავტობუსში ჯდება.
გამოძიების მიერ გამოიკითხა ხსენებული სამარშუტო მიკროავტუბუსების ყველა მძღოლი, 22 მოწმე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას, მეტროსადგურ 300 არაგველებიდან კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩების გავლით გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკიტხა 10-ეულობით მოწმე, ავტოსადგურის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახვთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.
ამასთან, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდენარე ტერიტორიაზე მდებარეობს, აომღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეო ჩანაწერი, აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდებში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება, ნიაღვრის და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახვთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის, ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე.
სასამართლო განჩინებით შპს მაგთიკომიდან გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსბეული მობილური ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. იმელ კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე.
გამოძიების მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს სამართლებირვი დახმარების აღმოჩნენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე. ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.
აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა უარი.
აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების საშუალება, ამჟამად საქმეზე გრძლდება გამოძიება.
ამ საკთხთან დაკავშირებით მინდა გამცნოთ რამდენიმე მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა სუს-ის ხელმძღვანელ პირებთან , გამომდიანრე იქიდან რომ საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოაგდოებას მიმდინარე გამოძიებასთან საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურების მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ ზემოაღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტიელბა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმეგბელნი ერთი მხრივ სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ",-განაცხადა მღებრიშვილმა.