- Advertisement -

მღებრიშვილი: სპეციალური პროგრამით უვიზო რეჟიმის დამრღვევებს სწრაფად გამოვავლენთ

510

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მთავრობამ პრემიერმინისტრის დავალებით სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმად, უვიზო რეჟიმის დამრღვევები სწრაფად გამოვლინდებიან. როგორც უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმიისიის თაობაზე საქართველოში 7300 განცხადება შევიდა და მათგან 95% დაკმაყოფილდა.

"პრემიერმინისტრის დავალებით ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქარველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამომავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ. აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7300 განცხადება რეადმიისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ატაშეების დონეზე",-განაცხადა მღებრიშვილმა. 

Comments
Loading...