- Advertisement -

მღებრიშვილი: ხვალიდან, მესაზღვრე-კონტროლიორები დეტალურად გაესაუბრებიან ყველა მოქალაქეს

525

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან მოაწერა ბრძანებას ხელი, იმის შესახებ რომ ხვალიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მესაზღვრე-კონტროლიორები დეტალურად გაესაუბრებიან ყველა იმ მოქალაქეს რომელიც მიემგზავრება იმ ქვეყნებში სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რჟიმი. მინისტრის განცხადებით, ეს თავიდან ააცილებს ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლაში ხელის შეშლას.

"მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენი მესაღვრე-კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ დეტალურად გაესაუბრონ ყველ მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რჟიმი. გაუწიონ კონსულტაცია უვიზო პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტები შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.

იმ შემთხვევაში თუ ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთაში მყოფ სტანდარტებს, რაც თავის თავად გულისხმობს რომ აღნიშულ პირს დიდი ალბათობით არ შეუშვებენ ევროკავშირში. მესაზღვრე კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხიელებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმართავს", – განაცხადა მღებრიშვილმა. 

Comments
Loading...