პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განახორციელა.
მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებენ გიორგი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიქტორ დოლიძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიგლა აგულაშვილი.
ცვლილებების მიხედვით, მთავრობაში 7 მინისტრი შეიცვალა. 4 სამინისტრო კი გაუქმდა.
მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მოუწევს.