- Advertisement -

მღებრიშვილი: 13 ივნისის ტრაგედიას და თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები

510

"13 ივნისის ტრაგედიას და მასთან, თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა…
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე თითეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.

ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი… და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ",-წერს გიორგი მღებრიშვილი. 

დღეს, 13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

Comments
Loading...