- Advertisement -

მშვენიერაძე: გვყავს საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც მძაფრად ასდის საბჭოთა ნაფტალინის სუნი

530

"გვყავს საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც მძაფრად ასდის საბჭოთა ნაფტალინის სუნი და მისი ხელით ვქმნით კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ქორწინების განმარტების ხელისუფლებისთვის მოსაწონ, ყირგიზულ მოდელს გვთავაზობს",- ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე კონსტიტუციში ქორწინების დეფინიციის საკითხთან დაკავშირებით წერს.

მისი შეფასებით კონსტიტუციის ახალი პროექტი საბჭოურ გავს.

"ქორწინება, როგორც სოციალური ინსტიტუტი, არსებობს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ჩავწერთ კონსტიტუციაში. რეგისტრირებული ქორწინება კი ერთგვარი სამოქალაქო გარიგებაა, რომელიც შესაძლებელია ემთხვეოდეს ან განსხვავდებოდეს მისივე მოსახელე სოციალური ინსტიტუტისგან. ოჯახის შექმნის საფუძველი არის არა რეგისტრირებული ქორწინება, არამედ ქორწინება, როგორც სოციალური მოვლენა და ამაზე დავა მემგონი ზედმეტია.

მაგრამ, ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ 2017 წელს, ჩვენ, სახელმწიფოს სახელად საქართველოს, რომელიც დეკლარირებულად დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნებას ვცდილობთ, გვყავს საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც მძაფრად ასდის საბჭოთა ნაფტალინის სუნი და მისი ხელით ვქმნით კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ქორწინების განმარტების ხელისუფლებისთვის მოსაწონ, ყირგიზულ მოდელს გვთავაზობს. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს იყოს არა თითოეული ადამიანის, როგორც ერთი ინდივიდის და მისი თავისუფლების პატივისმცემელი, არამედ კოლექტიური უგუნურებისა და ირაციონაული შიშების ტყვე.

P.S. ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი ადამიანებისთვის ხალხის მოთხოვნით საკონცენტრაციო ბანაკს აშენებს კადიროვიო, დღეს მოვკარი თვალი, აქვე ეწრა სადღაც, ქვევით",- წერს მშვენიერაძე. 

Comments
Loading...