- Advertisement -

მშვენიერაძე: გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს რომ აერჩია, სასახლეში შესვლას ვერ გაბედავდა

692

"მარგველაშვილი როგორც პრეზიდენტი, მისი მეხოტბეც არა ვარ, ალბათ იცით, რომ ყოფილიყო პარლამენტის არჩეული ის ვერ გაბედავდა მაგალითად შესვლას პრეზიდენტის სასახლეში, მას მხოლოდ ხალხის ლეგიტიმაცია აძლევს ხოლმე ამბიციურობას",-ამის შესახებ ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ როცა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაზეა საუბარი, აუცილებელია მას უფლებამოსლებები არ შეეზღუდოს. 

"ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული, მაგალითად იმიტომ რომ რატომ უნდა წავართვათ საქართველოს ამომრჩევლებს საშუალება, რომ პოლიტიკურმა პარტიამ პირდაპირ თავად კი არ გადაწყვიტოს საკუთარი გემოვნებით ვინ იქნება პრეზიდენტი, არამედ წარადგინოს საკუთარი კანდიდატი არჩევნებზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გადაამოწმებს ხალხთან რამდენად სანდოდ მიიჩნევს ხალხი ამ ადამიანს საკუთარ პრეზიდენტად. უნდა გვახსოვდეს რომ პრეზიდენტს რა უფლებებს ვუტოვებთ, ამასთანაც კავშირშია, თუ მოვაცილებთ მთლიანად იმ უფლებამოსლებებს რომელიც დღეს აქვს და დავუტოვებთ ფორმალურ უფლებამოსილებებს, როგორც მაგალითად გერმანიაში აქვს, მაშინ ხო, რათ მინდა პრეზიდენტი ავირჩიო პირდაპირ, თუ თუკი მას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს გარდა რაღაც კოსმეტიკისა ასე ვთქვათ"-გიორგი მშვენიერაძემ.

Comments
Loading...