- Advertisement -

მშვენიერაძე: უკეთეს პრეზდენტს მივიღებთ თუ არა მარტო პარლამენტის, არამედ ხალხის ფილტრს გაივლის

545

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მმართველობის მოდელი არ შეიძლება პირდაპირ გადმოიტანო რომელიმე ქვეყნიდან. როგორც გადაცემა არჩევანში გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ ეს მმართველობის ფორმა შემუშავებული იყოს ქვეყნის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. 

გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ხალხის მიერ არჩევა პრეზიდენტს უფრო მეტ ამბიციას აძლევს. როგორც მშვენიერაძემ განაცხადა, სახელმწიფო მიიღებს ბევრად უკეთეს პრეზიდენტს მაშინ, როცა ის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ამომრჩველის ფილტს გაივლის. თუმცა, კონსტიტუციონალისტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ როცა ასეთ ლეგიტიმაციაზეა საუბარი, პრეზიდენტის ისნტიტუტის უფლებამოსილებები უფრო მეტად არ უნდა შეიზღუდოს. 

"როცა საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა-არარჩევაზე, ეს კითხვა ხშირად ისმის, რაში სჭირდება იმხელა ლეგიტიმაცია პრეზიდენტს, რომელიც აქვს, თუკი მას არ აქვს ადეკვატური ფუნქციები, ეს კითხვა არსებობს კონსტიტუციურ სამართალში, მაგრამ თავად ლეგიტიმაციის არსებობა საფრთხეს არ წარმოადგენს არაფრისთვის, ერთადერთი რაც შეიძლება ამ ლეგიტიმაციამ პრეზიდენტს მისცეს, ის შეიძლება იყოს მეტად თამამი და ამბიციური და არაფერი სხვა ამით არ ზიანდება ჩვენთან. 

ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული, მაგალითად იმიტომ რომ რატომ უნდა წავართვათ საქართველოს ამომრჩევლებს საშუალება, რომ პოლიტიკურმა პარტიამ პირდაპირ თავად კი არ გადაწყვიტოს საკუთარი გემოვნებით ვინ იქნება პრეზიდენტი, არამედ წარადგინოს საკუთარი კანდიდატი არჩევნებზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გადაამოწმებს ხალხთან რამდენად სანდოდ მიიჩნევს ხალხი ამ ადამიანს საკუთარ პრეზიდენტად. უნდა გვახსოვდეს რომ პრეზიდენტს რა უფლებებს ვუტოვებთ, ამასთანაც კავშირშია, თუ მოვაცილებთ მთლიანად იმ უფლებამოსლებებს რომელიც დღეს აქვს და დავუტოვებთ ფორმალურ უფლებამოსილებებს, როგორც მაგალითად გერმანიაში აქვს, მაშინ ხო, რათ მინდა პრეზიდენტი ავირჩიო პირდაპირ, თუ თუკი მას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს გარდა რაღაც კოსმეტიკისა ასე ვთქვათ. 

ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ საქართველოში არსებულ დღევანდელ მოდელში, რომელიც გვაქვს, ან რომელზეც არის მსჯელობა, პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება არ არის სწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ იმ სახით, როგორიც დღეს პრეზიდენტი არის, არის ბევრად სწორი, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტს კიდევ გამოვაცალოთ უფლებამოსილებები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური განვითარების დონე და საქართველოში არსებულ დღევანდელ სიტუაციას პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება არანაირად არ წაადგება, არ გახდის უკეთეს საქართველოდ, ამიტომ მარტვივად რომ გითხრათ მარგველაშვილი როგორც პრეზიდენტი, მისი მეხოტბეც არა ვარ, ალბათ იცით, რომ ყოფილიყო პარლამენტის არჩეული ის ვერ გაბედავდა მაგალითად შესვლას პრეზიდენტის სასახლეში, მას მხოლოდ ხალხის ლეგიტიმაცია აძლევს ხოლმე ამბიციურობას, უკეთეს პრეზიდენტს წარადგენს პოლიტიკური ძალა როგორც კანდიდატს, თუკი იცის, რომ ამ პრეზიდენტის კანდიდატმა არა მარტო საპარლამენტო ფილტრი უნდა გაიაროს, არამედ უნდა გაიაროს ხალხის ფილტრიც, ეს არის რის გამოც მე ვფიქრობ უკეთეს პრეზიდენტს მივიღებთ საბოლოო ჯამში",-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

Comments
Loading...