მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა იწყება, -ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან.
მშენებლობა წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორიაზე იწყება.