- Advertisement -

ნადირაშვილი: ბადაშვილი გადაჰყავთ პროკურატურაში,ეს ნიშნავს,რომ ფარცხალაძეს ბიძინა შემოსწყრა

653

"ბადაშვილის გადაყვანა მთავარ პროკურატურაში ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად შემოსწყრა და მას მოუწევს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე მაქვს ასე ვუყურებ ამ საკითხს. ის აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, აკონტროლებდა ფინანსურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროში. ეხლა ეს წრე მისთვის ვიწროვდება და ბადაშვილი გადაჰყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია. ვთვლი, რომ მას პოზიციების დათმობა მაინც მოუწევს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სადაც არ უნდა გადაიყვანონ მისი კადრები, ფარცხალაძემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე,’’ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Comments
Loading...