- Advertisement -

ნადირაშვილი: ივანიშვილის ვარსკვლავიანი თანამდებობების პირობებში მძიმე ვითარებაში ვართ

477

"ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას ლევან იზორიას მიმართა, რომ ვარსკვლავებიანი თანამდებობების გაუქმების გამოცდილება მთავრობასაც გაუზიაროს.

"მინდა მივესალმო იმ განცხადებას, რომ გაუქმდა ვარსკვლავიანი თანამდებობები. რა თქმა უნდა, ეს იყო მახინჯი სისტემა. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ მთავრობასაც იმიტომ, რომ ივანიშვილის ვარსკვლავიანი თანამდებობების პირობებში ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. თუ მთავრობაც გააუქმებს, მაშინ ნარმანია ვეღარ იქნება მერი, ჯეჯელავა ვიცეპრემიერი და ა.შ, მთელი კაბინეტის ჩამოთვლა შემიძლია",- განაცხადა ნადირაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში ვარსკვლავიანი თანამდებობის მახინჯი სისტემა არსებობდა, რომელიც აღმოსაფხვრელია. იზორია განმარტავს, რომ გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა ითხოვს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც ასეთ თანამდებობებზე გათვალისწინებული არ იყო. მინისტრს, თვითნებურად, ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე შეეძლო დაენიშნა პიროვნება, როგორც სამხედო, ისე სამოქალაქო. მისი ინფორმაციით, ასეთი ადამიანების რაოდენობამ თავდაცვის უწყებაში მიაღწია 3200 -ს, რაც მინისტრის შეფასებით, უპრეცედენტოა.

Comments
Loading...