- Advertisement -

ნადირაშვილი მიხეილ ჯანელიძეს: კანონზე მაღლა დგახართ თუ გეშინიათ?

350

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა საგარეო ურთიერთობათა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტის რეგლამენტის ერთ-ერთი მუხლი შეახსენა, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობის წევრი, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია ფრაქციის სხდომებს დაესწროს.

„კანცელარიაში ძალიან დიდი ხანია გაქვთ უმცირესობის წერილი, სადაც ჩვენ გთხოვეთ, რომ სექტემბრის განმავლობაში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს მობრძანებულიყავით პარლამენტში და უმცირესობის კითხვებისთვის გაგეცათ პასუხი.

მაინტერესებს, კანონზე მაღლა აყენებთ თავს და ამიტომ არ მობრძანდებით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე, გეშინიათ და გირჩევნიათ, რომ უმრავლესობის ზურგს უკან იყოთ ამოფარებული, თუ რა არის თქვენი მოტივაცია? ეს არის სრული უპატივცემულობა. თქვენ ვერ გამონახეთ 2 საათი, რომ უმცირესობასთან მოსულიყავით, არა თუ თქვენ, არამედ თქვენმა კანცელარიის უფროსმაც კი ვერ მოიცალა, რომ პასუხი მოეწერა ჩვენთვის“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს. 

Comments
Loading...