- Advertisement -

ნადირაშვილი “ოცნებას”: თქვენ ვერ მოინელეთ, რომ მარგველაშვილი ნარმანიად არ გადაიქცა

552

 

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომდგენელი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ  ურავლესობას და ზოგადად, "ქართული ოცნების" მთავრობას პრეზიდენტის ინსტიტუტი კონკრეტულ პრეზიდენტში ერევა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

"თქვენ ვერაფრით მოინელეთ, რომ მარგველაშვილი თქვენი წყალობით არის საქართველოს პრეზიდენტი და ვერ მონელეთ, რომ ის არ გადაიქცა ნარმანიად და გარკვეულ შემთხვევებში, რაზეც ის თვლის, რომ წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელია, სწორედ ამ წინააღმდეგობას სწევს და თქვენ ამ წინააღმდეგობას აწყდებით და ის არ არის ახირებების უსიტყვო შემსრულებელი ზოგ შემთხვევაში .

ამ დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ მითითება, რომ ტონი გაასწორონ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, რომ აუციელბელია, რომ პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემი აზრით ეს არის სრული ფარისევლობა, ამ უმრავლესობის მხრიდან და ფარისველობაა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამ წლების განმავლობაში ინსტიტუტების უპატივცემულობის და ზოგადად "ქართული ოცნება" გამოირჩევა იმით, რომ მიზანმიმართულად ანგრევს ყველა ინსტიტუტს",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

Comments
Loading...