- Advertisement -

ნადირაშვილი: სოსო ოხანაშვილი სანქტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს

311

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია,  რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ეს კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე დაუსვა. თუმცა ლილუაშვილმა რა უპასუხა ამასთან დაკავშირებით, ირმა ნადირაშვილი არ ასაჯაროებს, რადგან ეს პასუხი მან დახურულ შეხვედრაზე მიიღო.

„ამ ადამიანთან გამოძიებას ჰქონდა კითხვები, ამიტომ, მნიშვნელოვანია დღეს ის სად აგრძელებს ცხოვრებას და მოღვაწეობას“,- აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

Comments
Loading...