- Advertisement -

ნადირაშვილი: უწყებებიდან ისინი გაუშვეს, ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ვერ დაურეკა მინისტრს

584

"თავდაცვის სამინისტროდან განთავისუფლებული ადამიანების ნაცვლად სამსახურებში პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარის მეუღლეები აიყვანეს",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმოადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ ოპტიმიზაციის თაობაზე, ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს რაც ჟონავს. საერთოდ ის არის ცუდი, რომ მთავრობას არ ქონია შემუშავებული რაიმე სქემა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ეს ოპტიმიზაცია და თითოეულ სამინისტროში, გამგეობაში თუ გუბერნიაში დამოკიდებული იყო გუბერნატორის, გამგებლის, მინისტრის ნებასურვილზე და ეს არ მომხადარა კვალიფიკაციის მიხედვით ან სტაჟის მიხედვით ან რა გამოცდილება ქონდა.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცსი ჩატარდა გაუმჭირვალედ, არასათანადოდ. სამსახურიდან გაუშვეს ის ადამიანები ვისაც პატრონი არ ყავდა და ვინც ვერ დაურეკა მინისტრს, უფრო მძიმე ფაქტებიც გვაქვს რომელიც საზოგადოებამ არ იცის.

რაც შეხება პარლამენტში მისვლას და ამ თემაზე ანგარიშის ჩაბარებას საკანონმდებლო ორგანოსთვის მე მოხარული ვიქნებოდი, მაგრამ მინისტრები არ მოდიან იმ შემთხევაშც კი როდესაც ფრაქციები მათ ძალიან პრობლემატური საკითხების ირგვლივ იბარებენ, მაგალითად კახი კალაძეს გაზპრომზე",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

Comments
Loading...