- Advertisement -

ნათელაშვილი: ივანიშვილმა მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ახლა წყალტუბოს იტაცებს

27

შალვა ნათელაშვილმა ინიციატივას “ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკური გენოციდის გაგრძელება” უწოდა.
“ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკურ გენოციდს. ესეც გენოციდია, მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ოჯახში წაიღო და ახლა უკვე იტაცებს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტ წყალტუბოს,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი “წყალტუბოს აღორძინების პროექტს” გეგმავს. ვანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოისყიდის და მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს.
The post ნათელაშვილი: ივანიშვილმა მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ახლა წყალტუბოს იტაცებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...