- Advertisement -

ნათელაშვილი: რომელი ჭკუადმყოფელი დაიჯერებს, რომ სომეხმა ამომრჩეველმა ხმა თარხან-მოურავს მისცა

403

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ხოლო „ევროპულ საქართველოს“ და პატრიოტთა ალიანსს“ ბრალს მმართველ გუნდთან გარიგებაში სდებს.

„ადგილობრივი არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, საუბედუროდ, ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი. ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს და ხმების სანაცვლოდ დღეს სამველ პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია ამ კუთხის საქართველოდან მოწყვეტა, ოფიციალურად მოღვაწეობს თვითმმართველობის ორგანოებში. ამას შეიძლება მოჰყვეს განუსაზღვრელი შედეგები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ შერჩენიათ ოდნავ მაინც პატრიოტიზმის ნატამალი, ადამიანობის ელემენტები, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ სრულიად გაყალბებული არჩევნების შედეგები, რომელიც გადანაწილდა ამ პარტიაზე და სადაც არც სომხებს და არც ქართველს არაფერი არ ჰკითხეს.

რომელი ჭკუადმყოფელი დაიჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ სომეხმა ამორჩეველმა ხმა მისცა თარხან-მოურავს, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლად და შესაბამისად, როდის იყო ისლამის ფუძემდებლებს სომხები ხმას აძლევდნენ.

ეს დანაშაულებრივი სქემა შეთანხმდა მოსკოვში მოღვაწე სომხური სეპარატისტული ორგანიზაციის "ჯავახის" ლიდერ არაბიანთან, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...