როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე აი ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით ყოველთვის. და თქვენი მოსატყუებელი კბილი კაი ხანია მოვიცვალეთ", – ასე მიმართა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სემეკ-ის წევრებს.
„ესენი არიან კრიმინალური მაფია, რომლებსაც 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი ჩვენგან მიტაცებული გადასახადებით. აძვირებენ გადასახადს. არავის არ გვაპატიებენ გადაუხდელობას, ჩაგვიჭრიან და ბავშვებს დაგვიტოვებენ მშივრებს და სიცივეში. ეს მაფია არავის არ ინდობს. მაფია მათი ღმერთია და მათი ეროვნებაა მწვანე დოლარია მხოლოდ. ჩვენ ისინი უნდა მოვიცილოთ. თუ ამ მოცილებას დავიწყებთ ყაჩაღების და ფასების გაზრდის მოტივირებით, იქნება მთელი მსოფლიოსგან მხარდაჭერილი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალომარაგების კომპანიაში, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხი განიხილებოდა სხდომა დროებით შეწყდა.
სხდომაზე იყო ხმაური დაპირისპირება. კომისიის წევრებს სხდომის განახლების საშუალებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები არ აძლევენ.