- Advertisement -

ნანუკა ჟორჟოლიანი:როცა მაყურებელს ყველაზე მეტად არ მოგწონდით,მაშინ ჩვენი უფროსი ხალვაში იყო

653

 

"როდესაც ყველაზე მეტად არ მოგწონდით, მაშინც ჩვენი უფროსი ქიბარ ხალვაში იყო", – ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"მაყურებლის ნაწილი ჩვენზე სამართლიანად არის ნაწყენი და გაბრაზებული. ჩვენც ვიცით, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებდით. როგორ გგონიათ, ობიექტურად ვერ ვაფასებთ მოვლენებს? საკუთარ თავსაც ვაფასებთ და თვითკრიტიკულებიც ვართ. ძალიან ხშირად ადამიანებს უკითხავთ, მაშინ, როდესაც იმ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს, სად იყავით?! მაშინ როდესაც იმას ქონება წაართვეს სად იყავით?! სვამენ ამ კითხვას და მითქვამს, რომ მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო. თავს კი არ ვიმართლებ, ჩვენც ვცოდავდით, რომ შიგნით  უფრო მეტს არ ვშვრებოდით, მაგრამ მართლაც ქიბარ ხალვაში იყო, ამას ხომ ჩვენ ვერ მოვიტყუებით, ფაქტია ეს. ყველაზე მეტად როდესაც რაღაც არ მოგწონდათ, თორემ ცოდვები მერეც გვაქვს, უკეთესად რაღაცის გაკეთება მერეც შეგვეძლო, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად არ მოგწონდით, ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში", – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.  

Comments
Loading...