- Advertisement -

ნარმანია: არც ერთი დასვენების დღე არ მქონია, ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი, დილით ადრე ვიწყებდი

325

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თავისი საქმიანობა შეაფასა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შეასრულა.

„ეს იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული პერიოდი, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი, ასევე უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი.
ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა სამწუხაროდ თბილისის სტიქია, რამაც ძალიან ადამიანები წაგვართვა და რესურსი. ამ პერიოდში ჩვენ მიუხედავად წინააღმდეგობისა, მოვახერხეთ, ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა – მოგვეწესრიგებინა საგზაო ინფრასტრუქტურა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროგრამა განგვეხორციელებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება.

მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე. ღამე როგორც წესი გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, იმისათვის, რომ დრო არ დაგვეკარგა. 3 წლიანი პერიოდი, ისედაც მოკლე პერიოდი იყო იმ უამრავი დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ჩვენ გავეცით, მაგრამ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.

მე შემიძლია მხოლოდ 2-3 რამ გამოვყო, რომელიც რესურსების სიმწირიდან გამომდინარე ვერ მოვასწარით, თუმცა ინიცირებული მაინც არის. მათ შორის არის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს დავპირდი და მისი მშენებლობა ვერ მოვახერხეთ, თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია გამოყოფილია, ასე, რომ დარწმუნებული ვარ ეს პროექტი მაინც გაკეთდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

Comments
Loading...