- Advertisement -

ნარმანია ოპოზიციას: არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, 5 წლის მანძილზე დღედაღამ ვმუშაობდი

315

სემეკის წევრობის კანდიდატის და თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანას განცხადებით, მისი კანდიდატურა სემეკის წევრად არჩევასთან დაკავშირებით, გამოცდილების გამო შეირჩა.

ნარმანიამ ასევე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია მის საქმიანობას გაეცნოს და ადეკვატური დასკვნა გააკეთოს.

„ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები ორი დღის წინ წარვუდგინეთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ამიტომ ველოდებით მხარდაჭერას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ვუპასახებდი, ჯერ ერთი ნახონ ჩემი გამოცდილება, მეორე ნახონ ის საკითხები, რაც მე თავის დროზე მარეგულირებელთან დაკავშირებით მაქვს გაკეთებული.

არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი. 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე. ვიმუშავე დღე და ღამე მინისტრის რანგში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, არაერთი პრეზენტაცია და ანგარიში გვქონდა და ეს რაც მთავარია, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, თუ რატომ შეირჩა დავით ნარმანია წესით არ უნდა დაისვას კითხვა, ამაზე საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია“–განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან არ დაადასტურა ინფორმაცია, სემეკის ხელმძღვანელად მის შესაძლოა დანიშვნაზე და განაცხადა, რომ აქამდეც ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ახლაც ვრცელდება, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

Comments
Loading...