- Advertisement -

ნარმანია: “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებს ვაცნობეთ, რომ აქციის ან დრო შეეცვალათ ან ადგილი

749

თბილისის მერიის განცხადებით, ქარველთა მარშის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ აქციის ჩატარების ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რადგან სწორედ იმავე დროს, იმავე ადგილას სხვა აქცია იყო უკვე დაგეგმილი.

"გამომდინარე იქიდან რომ ერთდროულად იყო ორი აქცია დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ამ დროს ამ ადგილას ზუსტად იყო აქცია დანიშნული.

ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს იყო დანიშნული აქცია და ვაცნობეთ რომ ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რომ ერთმანეთს არ დამთხვეოდნენ ეს ორი აქცია",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეს "ევროპული საქართველო" აღმაშენებლის გამზირზე მარშს გამართავს და ქართველა მარშის ორგანიზატორების ქმედებებს გააპროტესტებს. დღესვე იგეგმება "ქართველთა მარშის" კონტრაქციაც. 

Comments
Loading...