- Advertisement -

ნარჩემაშვილი:განსაკუთრებული შემთხვევების გარდა,უცხოელებზე მიწის გასხვისება უნდა აიკრძალოს

630

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისება უნდა აიკრძალოს. ეს განსაკუთრებული შემთხვევები კი, კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.

"საბოლოო გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ მიწა, როგორც მარადიული ღირებულება, არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების საკუთრება, ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის, ეთნიკური თუ არაეთნიკური ქართველების ერთადერთი საცხოვრისი, გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს. 

კონსტიტუციურად მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა იყოს აკრძალული, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევები უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმდებლობამ", – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა "იმედის" ეთერში. 

ამასთან, ნარჩემაშვილი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურად წამგებიანი არ იქნება. 

"ძალიან ღრმად არის შესწავლილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციებია. ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევებს დავაწესებთ, თუ კი ძალიან მკაფიოდ იქნება გაწერილი განსაკუთრებული შემთხვევები ორგანულ კანონმდებლობაში, ამ ხასიათის პრობლემები ჩემი აზრით არ იარსებებს", – აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა. 

Comments
Loading...