- Advertisement -

ნარჩემაშვილი: უცხოელებზე მიწა იმ შემთხვევაში უნდა გაიყიდოს, თუ ეს ქვეყნისთვის სარგებლიანი იქნება

510

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შეძენა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა შეეძლოთ, მაგალითად როდესაც საუბარია მსხვილ ინვესტიციაზე და ა.შ.

როგორც ნარჩემაშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშრებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩემი მოსაზრებაა და ფორმულირებაც გვაქვს შემუშავებული, რომ უნდა არსებობდეს ისეთი რესურსები, რომლის შეძენის უფლება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა უნდა ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოს და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს. უცხოელებს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა შეეძლოთ მიწის შეძენა. ეს გამონაკლისი შემთხვევა უნდა დაადგინოს კანონმა, მაგალითად როცა არის მსხვილი ინვესტიცია, რომელიც მაქსიმალურად სარგებლიანია საქართველოსთვის, როცა არის გარანტიები, მიწის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის ღირებულების შენარჩუნებისთვის და ა.შ.

გვინდა, რაღაც ფორმით ამას სახელწიფოს კონსტიტუცია ავალდებულებდეს, ამიტომ, როგორ გავაჩენთ ამ ჩანაწერს, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“, – აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.

Comments
Loading...