- Advertisement -

ნარჩემაშვილი: ჩემი პოზიციაა, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი და თბილისი განისაზღვროს

521

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ნარჩემაშვილის პოზიციაა, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი და თბილისი განისაზღვროს.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ იმ პროექტში, რომელიც დარიგდა და ჩვენ განვიხილეთ, 34-ე მუხლში პარლამენტის ადგილმდებარეობად შეტანილია ქუთაისი. დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან, გუშინ, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გაჟღერდა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ ამოგვეღო ეს ჩანაწერი, უფრო მეტიც, ზოგიერთის მოსაზრებით, პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ქუთაისი.

მმართველ გუნდშიც არიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, რომლებიც ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა უნდა იყოს თბილისი, მაგრამ არიან პიროვნებები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა ან ქუთაისი, ან ორივე. ჩემი პოზიცია ასეთია- ჩვენ უნდა ავსახოთ ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს და პარლამენტის ადგილმდებარეობად განვსაზღვროთ ქუთაისი და თბილისი”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

Comments
Loading...