- Advertisement -

ნაცვილიშვილი: მშვიდობიანი პროტესტი მოქალაქეების უფლებაა,მაგრამ ეს გასცდა მშვიდობიან ჩარჩოს

1,339

საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ანა ნაცვლიშვილი წერს, გუშინდელი მოვლენები მშვდოაბიანიპროტესტის ზღვარს გასცა და სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულია იმოქმედოს. თუმცა ნაცვლიშვილი აქვე ხაზს უსვამს, რომ მოქმედების ლეგიტიმაცია ფასდება იმით, თუ რამდენად პროპორციულად და კანონიერად მოქმედებს სახელმწიფო, რასაც საია შეისწავლის. 

"პროცესი უნდა დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოში. ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ახლა ბათუმში ხდება. მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი(!) პროტესტის უფლება, მაგრამ ის რასაც ვხედავთ, გასცდა მშიდობიან ჩარჩოს. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს. თუმცა სახელმწიფოს მოქმედების ლეგიტიმაცია შეფასდება არამხოლოდ იმით, რამდენად არსებობდა მოქმედების საფუძველი, არამედ ასევე იმით, რამდენად პროპორციულად და კანონიერად იმოქმედებს იგი. #საია განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხებს.

პროცესები ქუჩიდან უნდა გადავიდეს საგამოძიებო და სასამართლო სივრცეში. როდესაც მდგომარეობა დამშვიდდება, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული, საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზები, ასევე პოლიციელთა ქმედებების კანონიერება და სხვ.საკითხები.

ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს, სხვა შემთხვევაში ვერ გვექნება სახელმწიფო. ამასთან, ხელისუფლების და დემონსტრანტების გარდა, პასუხისმგებლობა აკისრიათ ასევე პოლიტიკურ ძალებს, რომ თავიანთი სიტყვით თუ საქმით, არ წაახალისონ მოვლენათა ესკალაცია და ძალადობა",-წერს ანა ნაცვლიშვილი. 

Comments
Loading...