- Advertisement -

ნაცვლიშვილი კობახიძის განცხადებაზე: ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია

603

„ჩვენთან ასეთი კონსულტაციები არ ყოფილა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა",-საიას ხელმძღვანელმა რუსთავი 2-თან ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისივე თქმით, კობხიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და დამაზიანებელი. 

"ამ ტიპის კონსულტაციების შესახებ არც არაფერი მსმენია, მით უფრო არ ყოფილა მსგავსი საუბრები უშუალოდ ჩემი მონაწილეობით პრეზიდენტთან ან მის წარმომადგენლებთან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის.

თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და არ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესის",-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა",-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვება სურს. მისივე თქმით, კომისიის დატოვებასთან დაკავშრებით მათ კონსულტაციები პრეზიდენტთან ჰქონდათ. 

Comments
Loading...