- Advertisement -

ნაცვლიშვილი: მცდარი იდეოლოგიაა, თითქოს ბაზრის დერეგულაცია განაპირობებს ქვეყნის წარმატებას

555

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ გარდაცვლილების ოჯახების, არამედ ყველა იმ დასაქმებულის ტრაგედიაა, რომელიც ასეთ მძიმე პირობებში მუშაობს.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას შესაბამისი სამსახური, რომელიც არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებას, არამედ შრომის უფლებებს გააკონტროლებს.

„დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ მცდარ იდეოლოგიურ შეხედულებაში, თითქოს დერეგულაცია, მოქნილი შრომის ბაზარი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას. სწორედ ამ მცდარმა იდეოლოგიურმა შეხედულებამ, ანუ იმ დინამიკამ, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს, განაპირობა ის, რომ არ შეიქმნა ჯეროვანი შრომის ინსპექცია, საზედამხედველო ფუნქციებით აღჭურვილი სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევდნენ როგორც შრომის პირობებს, შრომის უსაფრთხოებას, ისე შესაბამისად, შრომით უფლებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრაგედია გამოიწვევს ამ დამოკიდებულების გადააზრებას და ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლება დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, შეიქმნება მართლაც ისეთი მექანიზმები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებენ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას შრომითი ურთიერთობების მიმართ“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. 

Comments
Loading...