- Advertisement -

ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ზე: განჩინებაში გაეპარათ, რომ მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო

730

"როგორც იურისტი დაველოდები გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს დასაბუთების ნაწილი, მაგრამ როგორც მოქალაქეს და როგორც აქტივისტს მაქვს მინიმალური რწმენა მთელი ამ პროცესის მიმართ, რომლის მოწმეებიც ჩვენ ვიყავით ამდენი თვის განმავლობაში",-ამის შესახებ საიას ხელმძღვანელმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

მისივე თქმით, როგორც სასამართლოს პირველ, ასევე მეორე ინსტანციაში ბევრი საეჭვი გარემოება შეინიშნებოდა. 

ამ პროცესს არ ჰქონდა მინიმალური ნდობაც კი საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილის მხრიდან, იმიტომ რომ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში მოხდა არა ერთი ძალიან საეჭვო გარემოება, რომლის პიკი იყო განჩინება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი, შეცდომით გაიპარა, რომ ეს მიზანი იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შემდეგ მოსამართლემ ეს განჩინება უკან წაიღო მიხვდა რა რამხელა შეცდომა დაუშვა და გახდა ყველასთვის ნათელი რომ აქ მთავარია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება,

სასამართლო პროცესის შიგნით რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, ეს უდავოა, გარეთაც დაწყებული მმართველი გუნდის განცხადებებით გაგრძელებული ბევრი სხვა გარემოებით არსებობდა უმარავი საეჭვი გარემოება რომელიც არ ტოვებდა სივრცეს იმის სათქმელად ობიექტური დაკვირვებლისთვის, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, სადაც ხელისუფლება არ ერეოდა",-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

Comments
Loading...