- Advertisement -

ნაცვლიშვილი: საყოველთაო განხილვები მუშებთან იქნება კარგი და არა დირითამბების მოსასმენად

577

"როცა უჩა ნანუაშვილი, ვაკო ნაცვლიშვილი, ვახუშტი მენაბდე, მე (იმედია, ვინმე არ გამომრჩა) საკონსტიტუციო კომისიაში შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, პასუხი იყო ის, რომ კონსტიტუციაში ამის ადგილი არ არის (ამაზე შორს წასული პასუხებიც იყო – ბიზნესი რომ დაფრთხება და შეწუხდება და ა.შ.)",-ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ანა ნაცვლიშვილი ტყიბულში მეშატხეთა გარდაცლაებას ეხმიანება. 

"ეს "პასუხი" იყო არამხოლოდ მმართველი პარტიისგან, მაგრამ მთავარი მაინც ისაა ამ შემთხვევაში. სინამდვილეში ეს "პასუხი" ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ადგილი არაა ამ ქვეყანაში, მუშების, გლეხების და ა.შ. მერე რა თუ ისინი ყოველდღე კვდებიან, მერე რა ! კარგი იქნება სახალხო განხილვების ჩატარება ჭიათურაში, ტყიბულსა და რუსთავში, მუშებთან შეხვედრა, საჯარო მოხელეებთან კი არა – დითირამბების მოსასმენად",-წერს ანა ნაცვლიშვილი.

უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. 

Comments
Loading...