- Advertisement -

ნაცვლიშვილი ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმებაზე: რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, არ არის გამართლებული

17

“1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმება დამსახურებაა – ბექა ნაცვლიშვილის, კობა კობალაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, გიორგი ლომიას, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის. გუშინ, პრემიერ-მინისტრსა და დედაქალაქის მერს წერილი ჩვენ გავუგზვანეთ. მამუკა მდინარაძე კი გამოვიდა და თქვა, რომ ერთჯერად აქტს გამოსცემდნენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალიტსებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნული მოთხოვნა ბრიფინგზე წამოაყენას, საღამოს კი, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი გამოსცემს ერთჯერადი ამნისტიის აქტს და 1 ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები გათავისუფლდებიან 200-ლარიანი ჯარიმისგან. შესაბამისი კანონპროექტი მომავალ კვირაში დაინიცირდება.

Comments
Loading...