- Advertisement -

ნაცვლიშვილი: ცალსახაა, რომ მანიპულაციების შედეგად თიანეთის ოლქში შედეგები შეიცვალა

363

თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია "პირველთან" აცხადებს, თიანეთის ოლქში მოხდა მანიპულაცა, რის შედეგადაც არჩევნების შედეგი შეიცვალა.

"ძალიან ცალსახაა, რომ ის მანიპულაციები, რომლითაც ჩატარდა საოლქო კომისიაში და რომლის შედეგადაც შეიცვალა თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგები, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით და საერთასორისო სტანდარტით წესების დარღვევას. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ იმ ორის განკარგულების ბათილად ცნობას, რომლებმაც შეცვალას საარჩევნო შედგები", – განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

Comments
Loading...