- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა” ძალოვანი უწყებების ხელმძღანელების გათავისუფლებას ითხოვს

461

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებული რეპერები და დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, მათ შორის, ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა დატოვონ თანამდებობები. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოტე იოსელიანმა ისაუბრა.

„ნარკოტიკების ჩადებით მომღერლების დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო.   ნარკოტიკების და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაც ქართული ოცნება იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. ქართული ოცნება დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, მაფიოზურ კლანებზე და იმ პარტიულ პოლიციაზე, რასაც სუს-ის სახელით ვიცნობთ.  

ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დასცინის. ერთის მხრივ, სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, ქართული ოცნება ადამიანებს ძალიან დიდი ხნით ისტუმრებს პატიმრობაში. მეორეს მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის ფეისბუქ პოსტის მიხედვით.   კალაძეს კი, რომელიც გუშინ ნარკოტიკების ჩადებით დაპატიმრებული მომღერლების საკითხს მორალის კითხვის ვიდეო ლექციით გამოეხმაურა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალური არჩევნები უკავშირდება, როცა ხმის უფლების მქონე ადამიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დააპატიმრეს, რათა კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინათ“,-განაცხადა იოსელიანმა. 

Comments
Loading...