- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობა” ხვალ თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავს

321

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის და თაბორის მთის საკითხი უნდა განიხილონ, სადაც მისი თქმით, 1 ლარად გადასცემენ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილს ტერიტორიას.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა გეგმავს საბოლოოდ დაუკანონოს ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორია. სხდომა ხვალ, 16:00 საათზეა დანიშნული. დღეს, მე სწორედ ამ მიზნით მოვედი საკრებულოში, რათა საკრებულოს თავმჯდომარისგან და მისი მოასგილისგან მომეთხოვა თუ როდის გეგმავდნენ ისინი სხდომის ჩანიშვნას, რათა მალულად არ მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა. ბუნებრივია, ჩვენ ხვალაც იგივეს ველოდებით თბილისის საკრებულოში, რაც ხდებოდა აქ 29 სექტემბერს. ალბათ, ხვალაც ალყაშემორტყმული დაგხვდება ეს შენობა პოლიციით, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არცერი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. ჩვენ არ ვგეგმავთ რომ 1 ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი და ბიძინა ივანიშვილს დავუკანონოთ კიდევ ტერიტორიები. xval 14:00 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან და ერთად დავიცვათ ეს ქალაქი"-, განაცხადა უდუმაშვილმა.

Comments
Loading...