"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. როგორც რომან გოცირიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება სურს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დატოვოს საკონსტიტუციო კომისია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ისევე როგორც სხვა წევრებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავდებდა სხვა მიზნები, რომელიც გამოხატებოდა ძალაუფლების უზურპაციაში და ეს კომისია სწორედ გამოყენებული იყო ამ მიზნების მისაღწევად.
დღეს უკვე ნათელია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღებული დოკუმენტი ფაქტობრივად ადამიანებს უზღიდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას. საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება არჩეული პირდაპირი წესით. იზღუდება მრავალი ფუნქცია, რომელიც დემოკრატიის გარანტი იყო. საარჩევნო წესები იცვლება იმ ფორმით, რომ მმართველმა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოირგოს კოსნტიტუცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის მუშაობით მიღებულ დოკუმენტში ფაქტობრივად, ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი გაუქმებულია და ხდება რეგიონალური პრინციპების დასუსტება, რაც ასევე უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ისევე როგორც ვენეციის კომისია გაამახვილებს ყურადღებას შექმნილ ვითარებაზე. მათ შორის, ჩვენს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თავისთავად არის კონსტიტუციის გაუმჯობესებისკენ მიმართული",- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო კომისია მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.