- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”: მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ აღუდგეს

388

"ნაციონალურ მოძრაობაში" მოითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ უნდა აღუდეგს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საშუალება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, გუშინ, უკრაინაში განვითარებული მოვლენებით დადასტურდა, რომ "უბრალო ადამიანების ნებას წინ ვერაფერი აღუდგება".

"მინდა მივულოცო საქართველოს და უკრაინის ყველა პატრიოტს, გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა. გეგმა, რომელიც ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა ვაფეთქოთ ხიდები, დავნაღმოთ საზღვარი, ჩავიდინოთ უკანონობა უბრალო ადამიანების ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი და ევრაზიაში დამარცხდა პუტინი. ეს ტალღა მხოლოდ ძალას იკრებს და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი: ერთი, რომ მოიქცნენ ისე, როგორც იქცეოდა უკრაინაშ იანუკოვიჩი, ისე როგორც იქცეოდა საქართველოში ასლან აბაშიძე, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენის ხალხის, ქვეყნის ინტერესებში. "ნაციონალური მოძრაობა" მოვუწოდებთ მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ აღუდეს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა და დაუყოვნებლივ მიეცეს საშუალება საქართველოს პოლიტიკურ ცხორებაში დაბრუნების და პროცესებში მონაწილეობისა",- განაცხადა ბიბილაშვილმა.

26 ივლისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა შეუწყვიტა. მიხეილ სააკაშვილმა მანამდე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

Comments
Loading...