- Advertisement -

ნაძალადევში ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

346

ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე დაზიანებული გზის საფარის მოხსნა და გატანა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სანზონაში, ზვარეთის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა. ორივე პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე შეცვლა წყალსადენის ცენტრალური ქსელი, რითაც ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემაც მოგვარდა“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე – 1 966 კვ.მ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ზვარეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.

Comments
Loading...