- Advertisement -

“ნენსკრა ჰესის” მშენებელი კონტრაქტორის გამოსავლენად ტენდერის მეორე ეტაპის შედეგები

7

2018 წლის ნოემბერში “ნენსკრა ჰესის” პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს “ნენსკრა ჰიდრომ” ახალი გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად, პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (EBRD, ADB, EIB) სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი 20-მდე კომპანიამ გამოხატა, რომელთაგანაც ტენდერის პირველ ეტაპზე შეირჩა 3 პრეტენდენტი: თურქული ENKA-ს და კორეული Daelim-ის კონსორციუმი, თურქული Nurol-ისა და ესპანური Cobra-ს კონსორციუმი და თურქული კომპანია Limak-ი.

ტენდერის მეორე ეტაპზე თურქულმა Limak-მა კონსორციუმში პარტნიორად კორეული კომპანია Hyundai E&C წარადგინა. Limak-ის და Hyundai E&C-ს კონსორციუმს, რომელშიც Limak-ი ძირითადი პარტნიორია, საუკეთესო საფასო შეთავაზება აქვს.

ამჟამად სს “ნენსკრა ჰიდროსა” და კონსორციუმს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და ხელშეკრულების პირობების შესახებ საბოლოო მონაცემები მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ტენდერის მსვლელობისას მასში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ფინანსური სტაბილურობის კუთხით შესაბამისი შემოწმება გაიარა, რაც ასევე პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმდა.

ცნობისთვის: Hyundai Engeneering & Construction 70-წლიანი ისტორიის მქონე კორეული საინჟინრო და სამშენებლო კომპანიია.

მის პორტფოლიოში ისეთი ობიექტების მშენებლობაა, როგორებიცაა: ნავსადგურები, გზები, ხიდები და გვირაბები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები, ინდუსტრიული ობიექტები და სხვა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Korea Ratings კორპორაციამ Hyundai E&C-ს AA-საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე “ნენსკრა ჰესის” მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

წყარო: BM.GE

Comments
Loading...