- Advertisement -

“ნენსკრა ჰიდრომ” სვანეთში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

50

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

მის ფარგლებში აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწევა.

პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართონ კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით მომსახურებას გაუწევს.

კომპანიამ საგანგებოდ პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოჰყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.

პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით ხორციელდება. კომპანიამ პროექტი 11 და 12 თებერვალს ჭუბერსა და ნაკრაში გამართულ საჯარო განხილვებზე წარადგინა.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

ამის შესახებ ინფორმაციას “ნენსკრა ჰიდრო” ავრცელებს.

Comments
Loading...