- Advertisement -

“ნენსკრა ჰიდრო” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს

20

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია “ნენსკრა ჰიდრომ” და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ერთობლივი ტრენინგი გამართეს.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანია “ნენსკრა ჰიდრომ” და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ერთობლივი ტრენინგი გამართეს.

ტრენინგი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა, მიზნად ისახავდა დაინტერესებულ პირთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და მართვის შესახებ. როგორც ტრენინგის დროს გამოიკვეთა, ძირითადი მიმართულებები, რომლის განვითარებითაც ადგილობრივი მოსახლეობა არის დაინტერესებული, მეფუტკრეობა და მეცხოველეობაა.

ტრენინგი, კომპანიის ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ჩაატარა.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ნენსკრა ჰესის პროექტის ე.წ. “თემის განვითარების პროგრამის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავის მხრივ, “თემის განვითარების პროგრამა” საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

ამავდროულად, “ნენსკრა ჰიდრო” აცხადებს, რომ სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს. კერძოდ, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს “ნენსკრა ჰიდრო” კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

Comments
Loading...