“ნენსკრა ჰიდრო” ჭუბერში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

8

ჭუბერში დამანგრეველი სტიქიის გამო წაღებული იყო გზები და ხიდები. გზების რეაბილიტაციისა და ახალი ხიდების მშენებლობის პროცესი, რომელსაც ნენსკრა ჰესის მშენებელი კომპანია – „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, აქტიურ ფაზაში შევიდა.

„ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ წარმომადგენლით გიორგიჩალათაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება კოლოსალური მასშტაბის სამუშაოებს და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ვინც ნამყოფია ჭუბერში და იცნობს ადგილობრივ გარემოს, მდინარე ნენსკრას ნაკადს, ის მიხვდება, თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული ამ ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობა.

გიორგი ჩალათაშვილის თქმით, ვიდრე უშუალოდ კაშხლის მშენებლობა დაიწყება, „ნენსკრა ჰიდრომ“ აიღო პასუხისმგებლობა, მთლიანად აღადგინოს ხეობის საავტომობილო გზები და ხიდები. ეს სამუშაოები, რომლებიც უკვე აქტიურ ფაზაშია, წლის ბოლომდე გაგრძელდება, ჰესის ექსპლუატაციაში ჩაბარების შემდეგ ხეობას ექნება უსაფრთხო, მობეტონებული საავტომობილო გზა, რაც გადაადგილებას გაუადვილებს როგორც ადგილობრივებს და მშენებლებს, ისე ტურისტებს, რომელთა ნაკადი ამ მხარეში ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება.

 

მოკლე ინფორმაცია კაშხლის შესახებ

ნენსკრას ჰესის კაშხალის საპროექტო სიმაღლე 125 მ–ს შეადგენს, სიგანე – 870 მ–ს. წყალსაცავის ზედაპირი 2.7 კვადრატული კმ იქნება (შედარებისთვის, ენგურჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირი 13.5 კვადრატული კილომეტრია).

მომავალი წყალსაცავის ტერიტორიაზე არ არსებობს დასახლებული პუნქტები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. კაშხალი ჭუბერის ბოლო მოსახლის კარმიდამოდან 8 კმ–ით იქნება დაშორებული. შესაბამისად, ჰესის მშენებლობის გამო არც ერთი ოჯახის გასახლება არ მოხდება.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

 

2018 წლის ცნობილი სტიქიური მოვლენების გამო სოფელი ლარი-ლარის და ტიტას დამაკავშირებელი გზის რამოდენიმე მონაკვეთი იყო წაღებული მდინარის მიერ გიორგი ჩალათაშვილი ამბობს, რომ დაზიანებული გზების რეაბილიტაციის დროს მდინარე ნენსკრას რამდენიმე ადგილას კალაპოტის დროებითი შეცვლაც კი გახდა საჭირო,, რათა წაღებული მონაკვეთი აღედგინათ. მისივე თქმით, სულ 8 ასეთი დაზიანებული მონაკვეთი იყო, რომელთა ჯამური სიგრძე 2,5 კმ–ს შეადგენდა. ეს ის მანძილია, რომელზეც საავტომობილო გზის ფუნდამენტი ქვანაყარით გამაგრდა. ქვანაყარის საფუძველი უზარმაზარი ლოდებისგან შედგება, რომლის წყლით გამორეცხვის ალბათობა მინიმალურია. გარდა ამისა, მდინარის კლაპოტის გასწვრის 9 კილომეტრის სიგრძეზე გაიწმინდა გზა. „ნენსკრა ჰიდროს“ მძიმე ტექნიკა ხეობაში მუდმივ მზადყოფნაშია, ვინაიდან გზების საბოლოო რეაბილიტაციამზე, მცირე ნალექის შემთხვევაშიც კი ხშირია კლდის ნაშალის ჩამოწოლა. შესაბამისი ტექნიკის წყალობით, ხეობაში გადაადგილება პრაქტიკულად არ ფერხდება, იმდენად მოკლე ვადებში იწმინდება გზები.

ჭუბერის ხეობაში „ნენსკრა ჰიდროს“ პროექტით 11 ხიდის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამ ხიდებმა უნდა გაატარონ გვირაბის გამყვანი „თხუნელა“, რომლის ზოგიერთი დეტალის წონაც 100 ტონას აღწევს. შესაბამისად, თითოეული ხიდის გამტარუნარიანობა 100 ტონას უდრის. ხიდების კონსტრუქციები ისეა დაპროექტებული, რომ ნენსკრას ძლიერ წყალმოვარდნებს გაუძლოს.

კომპანიის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კაშხლის აშენების შემდეგ სტიქიური მოვლენების მართვა შესაძლებელი გახდება. კაშხალი და გვირაბი, რომლის გავლით წყალი ჰიდროელექტროსადგურამდე მივა, ერთგვარი შემაკავებელი იქნება დიდი ნაკადებისთვის, რაც სამომავლოდ გამორიცხავს ხიდებისა და გზების წაღებას.

ამასთან, „ნენსკრა ჰიდრო“ არის მწვანე პროექტი. შესაბამისად, იგეგმება წყლის დონის ადიდების ან ღვარცოფის მოვარდნის წინასწარ გამაფრთხილებელი სისტემების მონტაჟი. ეს დამატებითი გარანტია იქნება იმისთვის, რომ შესაძლო სტიქიური მოვლენების უარყოფითი ეფექტი მინიმუმამდე შემცირდეს.

სტიქიის შედეგების სასარგებლოდ გამოყენება

ნენსკერა ჰესის ქვანაყარი კაშხლის ასაგებად კოლოსალური მოცულობის ინერტული მასალაა საჭირო, რომლის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული და საგზაო ინფრასტრუქტურის ამორტიზებასაც იწვევს. „ნენსკრა ჰიდროში“ გადაწყვიტეს, სამუშაოებისთვის ინერტულის მასალის გარკვეული ნაწილი ოკრილის ხეობიდან შეეგროვებინათ. ეს ის ადგილია, სადაც 2018 წლის სტიქიური მოვლენების დროს მთა ჩამოიშალა. ოკრილის ხეობის გაწმენდით სამუშაოებში დაახლოებით 30 თვითმცლელი და 10 ექსკავატორი იყო ჩართული.

 

როდის გამოიმუშავებს ნენსკრას ჰესი პირველ დენს?

პროექტის დასრულება და ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება „ნენსკრა ჰიდროს“ 2025 წელს აქვს დაგეგმილი. მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დღეს 100–მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. „ნენსკრა ჰიდროს“ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, 12ადგილობრივი ოჯახი უწევს სასტუმროს ტიპის მომსახურებას. პროექტზე, საერთო ჯამში, 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმნდება, უპირატესობა კი ადგილობრივე მოსახლეობას მიენიჭება.

 

 

 

Comments
Loading...