- Advertisement -

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილს ფული ინტელექტით არ უშოვია

219

გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანი და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მის ბოლოდროინდელ ინტერვიუში ივანიშვილი აღმოჩნდა "ერთი მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული ინტელექტით არ უშოვია".
"საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ერთი მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობების კაცი, რომელსაც ბევრი ფული აქვს და არა ინტელექტით ნაშოვნი ფული, რა თქმა უნდა. აქამდე ვფიქრობდი, რომ მისი ხერხემლის ტვინი, (თავის ტვინით ის არ აზროვნებს ვიცი) არ აქვს უბრალოდ ბევრი რესურსი ამ მიმართულებით. ზურგის ტვინი, რომლითაც ის აზროვნებდა, ინსტინქტები, რომელიც მას აქამდე არ ატყუებდა, დევალვირებულია და მთლიანად გადართულია შიშის ინსტინქტზე რეაგირებაზე.

ჩემი შეფასებით, ეს იყო შეშინებული, გაუნათლებელი კაცის, სხვების მიერ მომზადებული, დაწერილი გამოსვლა, რომლითაც ის ცდილობდა თავი გადაერჩინა და არა მხოლოდ მომავალ არჩევნებში, ზოგადად თავი გადაერჩინა იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში ეს სავარაუდოდ არ გამოვა, ისეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის საპრეზიდენტო არჩევნები იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უყურებს და ფიქრობს, რა შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს",-განაცხადა გვარამიამ. 

Comments
Loading...