- Advertisement -

ნიკა მელია: დაკეტეს საკრებულო, როგორც “გასტრონომი”

397

თბილისის საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აცხადებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოში, ხალხის არ შეშვება კანონის უხეში დარღვევაა.

"მემგონი ეს ის ვითარებაა, როდესაც პრაქტიკულად საუბარიც ზედმეტია. პრაქტიკულად გვიწვევენ საჭიდაოდ. პოლიტიკას კლავს. საკრებულოში ვინც წარმოადგენს ქართულ ოცნებას, ის ადამიანების პოლიტიკური აზროვნება, ბუნება და ასე შემდეგ განისაზღვრება მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ. ეს ერთი ადამიანი ვინ არის ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კანონის უხეშ დარღვევას აქვს ადგილი ახლა აქ, როდესაც წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის მიერ არჩეულ ორგანოში, არ უშვებენ თბილისელებს.

დაკეტეს საკრებულო, როგორც "გასტრონომი", – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია.

დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, სადაც თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრის და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემას განიხილავენ.

Comments
Loading...